ადიგენის სოფელებში ღია შეხვედრების ფარგლებში დასმული პრობლემის მოგვარება აქტიურად მიმდინარეობს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელებში „ღია შეხვედრების” დროს დასმული პრობლემის მოგვარება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი, ზაქარია ენდელაძე სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო.
აქტიურად მიმდინარეობს, სოფელ ფლატეს და არზნეს დამაკავშირებელი გზისა და სოფელ ფლატეს შიდა საუბნო გზების საყრდენი კედლების მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 53 000 ლარი გამოიყო.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი,რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფელ ფლატეს მოსახლეობას მიმდინარე წელს შეხვდნენ. შეხვედრებზე მოსახლეობამ ერთ-ერთ საკითხად აღნიშნული პრობლემა დაასახელა, რომელიც სულ მალე გადაიჭრება.