„ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ცნობიერების პრობლემა პროვინციებად დაშლილ საქართველოში (XV-XIX სს)“ – სერგო ვარდოსანიძის ლექცია გაიმართება

3 დეკემბერს,  12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას – „ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ცნობიერების პრობლემა პროვინციებად დაშლილ საქართველოში (XV-XIX სს)“.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია ავრცელებს.
ლექცია წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები