გია აბაშიძე: ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ახსნა და გააანალიზა არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივები

მთავარი გზავნილები მიმართული იყო საზოგადოების იმ დიდი ნაწილისადმი, რომელიც ზურგს არ უმაგრებს “ნაცმოძრაობას” მორიგ დესტუქციულ, წარუმატებელ ტრიუკებში, არ აქვს მნიშვნელობა “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, ოპონენტია თუ აპოლიტიკური”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალური ქსელში წერს.

“ივანიშვილის 27 ნოემბრის ინტერვიუმდეც ყველაფერს მართლაც და დაერქვა თავისი სახელი. მან ვრცლად ახსნა და გააანალიზა არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივები. მთავარი გზავნილები მიმართული იყო საზოგადოების იმ დიდი ნაწილისადმი, რომელიც ზურგს არ უმაგრებს ნაცმოძრაობას მორიგ დესტუქციულ, წარუმატებელ ტრიუკებში, არ აქვს მნიშვნელობა “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, ოპონენტია თუ აპოლიტიკური. ფაქტია, რომ ნაცპროპაგანდის ყველა რესურსია ამოქოქილი, ამაში იხარჯება უამრავი ფული [ცალკე, რაც გაცხადდა, 1 წლით, ნაცმომ $250.000-ად დაიქირავა IRI-ის რენდი შონემანის ლობისტი კომპანია “Orion Strategies”, რომელიც 2004-2012 წწ ათეულობით მილიონებს იღებდა ნაცმთავრობიდან], ლამის 24-საათიან ნაცპროპაგანდაში არის ტემპერატურის აწევის ჭარბი მცდელობა, ჭარბი აგრესია, რეალობის მაქსიმალურად გამრუდება და ამ დროს, იყო ერთგვარი ვაკუუმი, როცა მმართველი პარტიის ლიდერისგან არ ისმოდა მისი საჯარო მოსაზრებები როგორც ქართული საზოგადოებისათვის, ასევე გარე სამყაროსთვის. ევროპისა და ამერიკის დიპლომატებთან შეხვედრების შემდეგ, სავარაუდოდ, დასავლელ სხვა პარტნიორებთან კომუნიკაციის შემდეგ, ივანიშვილი საკმაოდ თვითდამაჯერებლად გამოიყურებოდა და ეს მუხტი, უწინარესად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს გადადო და გადადებს. ფრაზა – “ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის ალბათობა 0%-ია”, ოპონენტებს, ცხადია, ძალიან არ მოეწონებათ. აბა არაერთ ანტინაც მერყევთ ჰკითხეთ, როგორი მაამებლურია ეს მათთვის?საკმაოდ თამამია ივანიშვილის გადაწყვეტილება, მმართველი გუნდის წევრთა კომუნიკაციით და შემდეგ მისი ღია წერილით აშშ-ის ხელისუფლებისადმი მიმართვა. საკითხი ეხება ზოგიერთი ორგანიზაციის ზოგიერთ წარმომადგენელს და, ბუნებრივია, არა ყველას”,- წერს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საპროტესტო აქციებსაც ეხმიანება და წერს, რომ ჩაგდებულ ისტორიული ინიციატივაზე სამართლიანი პროტესტის, გამოხატვის არაერთი კრეატიული ფორმა არსებობს, მაგრამ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება დაუშვებელია.

“პოლიტიკოსებად ქცეული “ენჯეოშნიკები” საჯარო დესტრუქციული მოწოდობებით, ნაცმოს პოლიტიკური დღის წესრიგის “პრომოუტერები”, მანიპულატორები და ყველა არჩევნების შედეგებს აცდენილი ეგზიტპოლების მკვლევარები აზარალებენ ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოში და კრემლის პროპაგანდის მსგავსად თუ არა მეტად, აღვივებენ ანტიდასავლურ განწყობებს საქართველოში. ამასობაში, ძებნილი კეზერაშვილის ტელევიზიაში გამოქვეყნებულ “ედისონ რისერჩის” კვლევაში [მისი ეგზიტპოლები არჩევნების შედეგებს მანამდე ემთხვეოდა] რეიტინგული პოლიტიკოსების სიაში დავით ბაქრაძე #1, შალიკო #3. კალაძე მეორეზეა]. განათლების ხარისხის ამაღლებაზე, ამ სფეროში კოლოსალურ სახელმწიფო ინვესტიციაზე, თანამოქალაქეების ევროპაში და ისრაელში დროებითი ლეგალური დასაქმების, უმუშევრობისა და ეკონომიკის სხვა ასპექტებს ვერ შევაფასებ, სპეციალისტებმა გააკეთონ. თუმცა, ეს ადრეც უთქვამს და არაა ახალი.ვისაც როგორც უნდა, ისე გაიგებს ამ ვრცელ კომენტარს. პრინციპულად და შეუვალად ანტინაცი ვარ 2006 წლის იანვრიდან, გირგვლიანის ტრაგედიის შემდეგ.აქვე გავიმეორებ იმას, რაც არაერთ მედია-საშუალებაში დავაფიქსირე – ჩაგდებული ისტორიული ინიციატივაზე პროტესტი სამართლიანი, გამოხატვის არაერთი კრეატიული ფორმა არსებობს, მაგრამ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება დაუშვებელია. და ეს ხელისუფლება უპასუხისმგებლო და ჯიუტ მაჟორიტარებს ვერ მოექცეოდა ისე, როგორც მაგალითად, გაუსწორდნენ კობა დავითაშვილსა და ვალერი გელაშვილს.ამასთან, თუ კონსტრუქციული პროტესტის მუხტი შენარჩუნდა და დასავლელი პარტნიორების განცხადებებმა მასობრივად მკვეთრი ხასიათი მიიღო, ხელისუფლებას მოუწევს დათმობებზე წასვლა. ოთხშაბათს, ევროპარლამენტში, საკმაოდ მკვეთრი გზავნილები იყო”,- წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები