ვახტანგ გომელაური – ჩვენ ვართ პოლიციელები, ვიდგებით იქამდე, სანამ საჭიროება იქნება

ჩვენ ვართ პოლიციელები, ვიდგებით იქამდე, სანამ საჭიროება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოსთან და მიმდებარე ქუჩებზე პოლიციის მობიზილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სამართალდამცველთა მობილიზება ხდება იმიტომ, რათა დაიცვას ყველა მოქალაქის, მათ შორის აქციის მონაწილეების უსაფრთხოება.

„ჩვენ ვართ პოლიციელები, ვიდგებით იქამდე, სანამ საჭიროება იქნება. ვიდგებით მოქალაქეების დასაცავად, ყველა მოქალაქის, მათ შორის მომიტინგეების. ვხედავ პოლიციის გამოყვანის საჭიროებას, აბა ტყუილად ხომ არ გამოვიყვანდი? მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, გამოვიყვანე, რადგან ვხედავ საჭიროებას. უხერხულობა არ მექმნება არანაირად“, – განუცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

ამასთან, გომელაურმა ორი დღის წინ, პარლამენტთან აქციის დაშლის საკითხზეც ისაუბრა.

„სამწუხაროა, რომ სამი ადამიანი დაშავდა.უფრო მეტი პოლიციელი დაშავდა. ზოგს შეიძლება, ფეხი ეტკინა, ზოგს ხელი. ძალიან სამწუხაროა, წყლის ჭავლი რომ შეესხა ადამიანს და თვალი დაუზიანდა. წყლის ჭავლი, რათქმა უნდა, პოლიციამ გაუშვა, თუმცა შეჯახების დროს, ერთმანეთს ახტებოდნენ სამწუხაროდ, აწვებოდნენ, რომ პოლიციის წინააღმდეგ ძალა გამოიყენებინათ. დისკომფორტი როგორ არ არის, ოთხი დღე რომ გარეთ ვდგავართ დილიდან მთელი ღამე, დისკომფორტია. დისკომფორტია მოქალაქეებისთვის, პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი ცოდოა, ყველა მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელიც წუხდება. მოქალაქები, რომლებიც გარეთ დგანან, მოუწოდებენ ამისკენ სამწუხაროდ ლიდერები“ ,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები