ბიძინა ივანიშვილი: სამწუხაროა რეალობა, რომ ცუდსა და უარესს შორის გიწევს არჩევანის გაკეთება
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა “იმედის“ გადაცემა “SWOT ანალიზში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზები განმარტა. მისი თქმით, გუნდში განწყობები იცვლებოდა და მას დროდადრო ხალხის დაწყნარება უწევდა.
“რატომ მოხდა? რა არის მიზეზი? მე ხშირად ვუყურებ გადაცემებს და ეკითხებიან მაჟორიტარებს თუ მიეცი 5 თვის წინ ხმა დღეს ამბობ უარს, რატომ? პასუხები სხვადასხვაგვარია და მე ჩემს ინტერპრეტაციას გავაკეთებ, თუმცა ბევრი იმეორებს იგივეს. ზოგიერთი იმასაც ფიქრობს დადგმული სპექტაკლი იყო ივანიშვილის მიერ და ა.შ. აი რა მოხდა რეალურად, მარტივად გავიხსენოთ 24-ში გავაკეთეთ განცხადება, ორ რამეს ითხოვდნენ პოლიცია დაესაჯათ იმის გამო, რომ არ მისცა საშუალება მეამბოხეები დავარქვათ თუ შემტევები რაც ხდებოდა 20 ივნისის ღამეს, პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ, არაფერი არ ყოფილა ამბობდნენ ზოგიერთი ოპოზიციური გუნდები, ზოგიერთთან საუბარი მქონდა- აბა შუა ღამე რატომ შედიოდით პარლამენტში?! მით უმეტეს, რომ საქართველოს ისტორიაში ორჯერ გვქონდა სახელწიფო გადატრიალების საფუძველზე შეიცვალა ხელისუფლება. ეს ხალხი გამოდიოდა და ორი მოთხოვნა ჰქონდათ, ეს ხალხი კი არ უნდა დავსაჯოთ ვინც პარლამენტზე ძალადობდა, ერთ-ერთ სახელმწიფო ინსტიტუტზე არამედ, პოლიცია უნდა დავსაჯოთ. მეორე მოთხოვნა პროპორციულია. ერთ-ერთი რაც რელევანტური იყო და ლეგიტიმური ავდექით კეთილი ნებით, აბა ნახეთ რეაქცია ათი შეხვედრა ჩატარდა ამასთან დაკავშირებით და ორჯერ მივიდა “ნაციონალური მოძრაობა”. ვისგანაც იყო გამოკვეთილი, რომ 20 ივნისის ღამეც. გუნდში შეგვექმნა ეიფორია, რომ ეს იყო ახალგაზრდების, საზოგადოების მოთხოვნა და ამაზე თანდაყოლით გავყევით, მაგრამ ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ საზოგადოება გვერდზე რჩებოდა და რჩებოდა “ნაციონალური მოძრაობა” მე აღარ ვაშორებ “ევროპულ საქართველოს” იქნება თუ “ლეიბორისტული პარტია” ვინც ერთ გუნდში თამაშობენ, ერთ თამაშს თამაშობენ “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები. სწორედ მათგან იყო ორგანიზებული. მივიღეთ აგრესია, სამი თვე ქუჩიდან ვერ გავიდნენ და თუკი რამე შეიძლებოდა სალანძღავი, გინება ყველაფერი თან სდევდა. განწყობა რა თქმა უნდა გუნდში იცვლებოდა და მე დროდადრო მიწევდა ხალხის დაწყნარება. როცა პლენარული სხდომა მიდიოდა, საშინელი შეურაცხყოფები გაგრძელდა ისევ თანაგუნდელების მიერ, მე არც კი გავიმეორებ. შეიძლება ეს დაგროვდა და პლენარული სხდომა ბოლო წვეთი იყო. დაიწყო სამმა და ოთხმა დეპუტატმა, გადაიზარდა 10-15-ში, უმრავლესობა შევკრიბეთ სასწრაფოდ, მეორე სხდომაზე უკვე 25- მდე იყო ის ადამიანი ვინც აშკარად თუ შეფარვით მხარს არ დაუჭერდნენ. სამწუხაროა რეალობა, რომ ცუდსა და უარესს შორის გიწევს არჩევანის გაკეთება. ხიფათი დავინახე, რომ გუნდი შეიძლება დაშლილიყო და მსგავსი უბედურება მიგვეღო. ჩვენ კენჭი ვუყარეთ, რომ კოლექტიური ხმის მიცემა იქნებოდა თუ გუნდი, უმრავლესობა იტყოდა, რომ მხარს ვუჭერთ ასე იქნებოდა. თვითდაჯერება არ იყო, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ გავიდოდა ამ ფონზე დავუშვით თავისუფალი კენჭისყრა, დისციპლინარულად მაჟორიტარებს აღარ აქვთ გუნდის წინაშე პასუხისმგებლობა და მოხდა ის, რაც მოხდა”,- განმარტა ივანიშვილმა.