გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს (ვიდეო)
მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთსა და ჩოხატაურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპზე, ქალაქ ოზურგეთში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის სახურავის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 74 746 ლარით ფინანსდება. სოფელ კვირიკეთში მდინარე ბჟუჟის გასწვრივ, იპოდრომთან, გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 584 989 ლარს შეადგენს. სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის გზიდან, ეკალდიდი-დონაურის გავლით ნატანების ცენტრალურ გზამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 358 999 ლარით ფინანსდება. ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი შენდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სევე, ქალაქ ოზურგეთში ბაქრაძის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 62 826 ლარს შეადგენს. ასევე, სოფელ ოზურგეთში კულტურის სახლს უტარდება რეაბილიტაცია. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 268 739 ლარით ფინანსდება.
მიმდინარე პროექტების პარალელურად, დასრულდა საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მდ. ნატანებზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია.
აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 950 000 ლარით დაფინანსდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში და სოფელ ამაღლებაში სტიქიისგან დაზიანებული მილხიდისა და საავტომობილო გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 124 952 ლარს შეადგენს. სოფელ იანეულში გზის რეაბილიტაცია ხოლო, სოფელ ბუკისციხეში, კიუვეტებისა და საბჯენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 60 116 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.



