გაერო: აივ ინფექციით დაავადების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია

აივ ინფექციით დაავადების და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შემცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო აქვეყნებს.

თუმცა, მსოფლიოში რისკ ჯგუფში შემავალი პირების დაინფიცირება კვლავ საფრთხის შემცვლელია.

გაეროს, შიდსის პროგრამის UNAIDS-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემით, ამჟამად მსოფლიოში აივ ინფექციით 38 მილიონამდე ადამიანია დაინფიცირებული, რომელიც პოტენციურად შესაძლოა შიდსი და შედეგად სიკვდილიანობა გამოიწვიოს.

თითქმის 24 მილიონზე მეტი ადამიანი ღებულობს ანტირეტროვირუსულ თერაპიას, რომლის შედეგად ადამიანებს ვირუსის გაკონტროლება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში ცხოვრება შეუძლიათ. 2010 წელთან შედარებით, თერაპიის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაშინ მსოფლიოშო მედიკამენტებს მხოლოდ 7 მილიონამდე ადამიანი ღებულობდა.

UNAIDS-ის მონაცემით 8 მილიონამდე ადამიანმა არც იცის, რომ ის აივ ინფექციის მატარებელია. 2004 წელთან შედარებით შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობა განახევრდა. გასულ წელს დაავადებას 770 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც UNAIDS-ის ნიუ-იორკის წარმომადგენლობის დირექტორმა ნინანა ვარუგეზემ განაცხადა, დაინციფირების ახალი შემთხვევები რისკ ჯგუფში შემავალ პირებშია. მაგალითად, გეებსა და ნარკომანებში დაინფიცირების რისკი 22 ჯერ მაღალია; 21 ჯერ მაღალია სექს-ინდუსტრიაში მომუშავე პირებში და 12 ჯერ მაღალია ტრანსგენდერებში.

UNAIDS-ის შეფასებით, 2020 წელს აივ ინფექციასთან ბრძოლისთვის 26 მილიონ დოლარზე მეტია საჭირო.
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები