ნინოწმინდაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ნინოწმინდაში. სოფელ ეშტიაში “ჰონდას” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ავტომობილში მყოფი სამივე ადამიანი დაშავდა. ისინი მოტეხილობებით ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულები სოფელ ეშტიის მაცხოვრებლები არიან.

შსს-ს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები