27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში, მთავარ შენობებზე საინფორმაციო ბანერი გამოიფინება.

სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე, შესაბამისი ბანერი უკვე განთავსდა.

საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ხვალ ოფიციალურად გადმოიბარებს, რომელმაც, თავის მხრივ, იგი ფინეთისგან მიიღო.

საქართველო პირველად, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნახევარი წლის განმავლობაში – 2020 წლის მაისამდე უხელმძღვანელებს.

ევროპული ოჯახისკენ პირველი ნაბიჯები საქართველომ 1999 წელს გადადგა, როდესაც ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა.

20 წლის შემდეგ სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას პატივსაცემად მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე ამოტვიფრულია ჟვანიას ცნობილი ფრაზა – “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი”, რომელიც მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები