ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ლიბანში ერთ თვეში “ჰეზბოლას” 1000 მებრძოლი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ლიბანში ერთთვიანი საბრძოლო მოქმედებების დროს, “ჰეზბოლას”, დაახლოებით, 1000 წევრი მოკლეს და 3500-ზე მეტ სამიზნეს თავს დაესხნენ.
“ამ დროისთვის, დაახლოებით ათასი მებრძოლი მოკლეს, მათ შორის მრავალი მაღალი რანგის მეთაური. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის მასშტაბით 3500-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს. დარტყმები, ძირითადად, ტერორისტული ინფრასტრუქტურის, იარაღის საწყობების, გამშვები პუნქტების და სარდლობისა და კონტროლის შტაბ-ბინების წინააღმდეგ იყო მიმართული“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნავენ, რომ სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციებში ისრაელის თავდაცვის ძალების სამი დივიზია მონაწილეობს.
ერთთვიანი სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დროს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ათი ჯარისკაცის დაკარგვის შესახებ განაცხადეს.