რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქციის მონაწილეები პიკეტირებას გეგმავენ(ფოტოკოლაჟი)
პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტის პიკეტირებას ამაღამვე აპირებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
„აქციის პარალელურად, დღეს საღამოსვე დავიწყებთ პიკეტირებისთვის მომზადებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან ასევე მიმართა სამართალდამცველებს, აქციის მონაწილეებს ხელი არ შეუშალონ.
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
