ანდრია ჯაღმაიძე “გირჩის” აქციაზე: უკეთესს არც უნდა ველოდოთ მათგან არაფერს
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე “გირჩის” მიერ ხატების გაშარჟებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფის უგემოვნო მცდელობა იყო.
„ვნახე ეს კადრები. მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან უგემოვნო, უშინაარსო პერფორმანსი, მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა. თუმცა, ამ უგემოვნობასთან ერთად, მახსენდება მათი სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანსი, რომელიც მათ საოკუპაციო ზოლთან გამართეს. ვფიქრობ, რომ უკეთესს არც უნდა ველოდოთ მათგან არაფერს. როგორც ჩანს, ამ ჩარჩოში არის მათი აზროვნება“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
“გირჩის” წევრებმა დღეს, ხატი გააშარჟეს და მასზე ბიძინა ივანიშვილი დაიტანეს.