ეკა ბესელია: “ქართულმა ოცნებამ” მორალური უპირატესობა დაკარგა
დღევანდელ აქციაზე ის ადამიანები შემხვდნენ, რომლებიც 2012 წელს ჩვენთან ერთად იბრძოდნენ “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როგორც მმართველი გუნდის ყოფილი წევრი აცხადებს, “ქართულმა ოცნებამ”, მორალური უპირატესობა დაკარგა.
“ქართულმა ოცნებამ დაკარგა მორალური უპირატესობა. მათ “ნაცმოძრაობიდან” იმდენი ადამიანი შემოიკრიბეს უკვე ხალხს იმ ენით ვერავის დაელაპარაკებიან როგორც ლაპარაკობდნენ. დღეს, სხვათაშორის, ის ადამიანები შემხვდნენ აქციაზე, რომლებიც 2012 წელს ჩვენთან ერთად იბრძოდნენ. ეს გააკეთა სწორედ “ქართულმა ოცნებამ” მათ “ნაცმოძრაობის” შეცდომები გაიმეორეს. ამ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილი ვერ გაუძლებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.