ლევან ნიკოლეიშვილი: ვითომ და ბიძინა ივანიშვილის გაშარჟების მცდელობა, რეალურად ხატების გაშარჟებაა

ვითომ და ბიძინა ივანიშვილის გაშარჟების მცდელობა, რეალურად ხატების გაშარჟებაა, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და “გირჩის” აქტივისტების აქცია-პერფორმანსს ეხმიანება.

“ვითომ და ბიძინა ივანიშვილის გაშარჟების მცდელობა, რეალურად ხატების გაშარჟებაა. ეს არ არის სიტყვის ან აზრის გამოხატვის თავისუფლება, ამას დემოკრატია და მისი ღირებულებები არ ითვალისწინებს! ეს არის მკრეხელობაც, უგნურებაც და რეალურად ძალიან, ძალიან საშიში და სახიათო პროვოკაცია, რომელიც რელიგიურ გრძნობების გადათელვას ემსახურება. სირცხვილი მართლაც ეს არის “, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები