სომხეთის „ევრაზიადოკის“ ინდუსტრიულ შეხვედრებში 3 ქართული პროექტი მიიღებს მონაწილეობას

„ევრაზიადოკ საქართველო 2019“-ის შედეგების თანახმად, სომხეთის ინდუსტრიულ შეხვედრებში 3 ქართული პროექტი მიიღებს მონაწილეობას. რეჟისორები ერევანში  25 ნოემბერს გაემგზავრნენ. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ისინი საკუთარ პროექტებს ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიების წინაშე წარადგენენ.

წარმოდგენილი პროექტებია:
„ბერი“ (ავტორი: თიკო ნადირაშვილი);
„ოცნება კადილაკზე“ (ავტორი: ელენე მიქაბერიძე);
„რაც თავი მახსოვს“ (ავტორი: მაკა გოგალაძე).

„ევრაზიადოკი“ 2011 წელს დაარსდა ფრანგული ასოციაცია DOCMONDE-ს ინიციატივით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ, განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში.
„ევრაზიადოკის“ სცენარის განვითარების რეზიდენცია უკვე მეოთხედ ჩატარდა საქართველოში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები