შავ ზღვაში გემი გადაბრუნდა, რომელსაც 14 ათასი ცხვარი გადაჰყავდა
რუმინეთის სანაპიროსთან სატვირთო გემი “The Queen Hind”გადაბრუნდა, რომელსაც 14 ათასი ცხვარი გადაჰყავდა.
შავ ზღვაში გემი პალაუს დროშის ქვეშ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მიცურავდა. ხომალდი 1980 წელს აშენდა და მისი სიგრძე 85 მეტრს შეადგენს.
ეკიპაჟის 22-ვე წევრი, სირიის მოქალაქეა და მათი გადარჩენა მოხერხდა. ცხვრების გადასარჩენად კი, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
სულ მცირე 32 ცხვრის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა, მიიჩნევა, რომ მათი დიდი ნაწილი დაიხრჩო.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.