საბერძნეთში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა და მსხვერპლი გამოიწვია, შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა

საბერძნეთის დასავლეთით, გადაუღებელი წვიმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, პარალიზებულია სატრანსპორტო მიმოსვლა.

Ekathimerini -ის ინფორმაციით, გზის გახსნა დღის ბოლოსთვის იგეგმება. ატიკას რეგიონსა და სალონიკში საჯარო სკოლებია დაკეტილი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად უკანასკნელი დღეების განმავლობაში 4 ადამიანია დაღუპული, იტალიაში კი, უამინდობის გამო საავტომობილო ხიდის მონაკვეთი ჩამოინგრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები