კენიაში მეწყერმა 54 ადამიანი იმსხვერპლა

კენიის ჩრდილოეთ-დასავლეთში, დასავლეთ პოკოტის ოლქში, მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 54-ს მიაღწია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 10 ათასმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.

47 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ადგილზე მაშველები, პოლიცია, სამხედროები და წითელი ჯვრის წარმომადგენლები სამუშაოებს აგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები