აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიაკლ ბლუმბერგი ერთვება
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი ერთვება.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მისი ინვესტიციები, რომლებიც დემოკრატებისთვის არის პრიორიტეტული, მის პოლიტიკურ გავლენების ზრდას შეუწყობს ხელს.
77 წლის პოლიტიკოსი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ადრე “რესპუბლიკური პარტიის” მომხრე იყო.
როგორც მან განაცხადა, “კენჭს ვიყრი, რომ დონალდ ტრამპი დავამარცხო და ამერიკა ავაღორძინო”, – განაცხადა ბლუმბერგმა.
მისი აზრით, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატები ტრამპს ვერ დაამარცხებენ.
აშშ-ში დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზები 10კვირაში დაიწყება, ზაფხულში კი, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გამოვლინდება.
შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.