ერაყში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ერაყში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ ინფორმაციას “ალ-არაბია“ ავრცელებს.
სამართალდამცველებმა დემონსტრაციის დაშლა ქალაქ ან-ნასირიაში სცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.
“ალ-არაბიას“ ცნობით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა ბასრას პროვინციაშიც. აზ-ზუბეირის ოლქსა და ქალაქ უმ-კასრში მომხდარი შეტაკებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი, დაშავდა.
ერაყში საპროტესტო აქციები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას, კორუფციასთან ბრძოლას, დასაქმებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. საერთო ჯამში დაპირისპირებას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 15 ათასამდე კი, დაშავდა. მიმდინარე თვეში, ძალის გადამეტების ბრალდებით სასამართლოს წინაშე 66 ერაყელი ოფიცერი წარდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები