პუტინმა უშიშროების საბჭო მოიწვია: „რუსეთის საზღვართან ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება შემაშფოთებელია“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, რომელზეც განაცხადა,რომ სარაკეტო-ბირთვული “კლუბი“ ახალი წევრებით ივსება, ასევე მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატოს ინფრასტრუქტურაა განთავსებული და კოსმოსის მილიტარიზაცია ხდება.

„წამყვანი ქვეყნები შემტევ იარაღს წარმატებით აუმჯობესებენ. დავამატებ, რომ ე.წ. სარაკეტო-ბირთვული კლუბი, ახალი წევრებით ივსება“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, „შეშფოთებას იწვევს ჩვენს საზღვრებთან ნატოს ინფრასტრუქტურის მიახლოვება, ასევე კოსმოსის მილიტარიზაციის მცდელობა“.

გარდა ამისა, პუტინმა „საშუალო და ნაკლები სიშორის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის“ შეთანხმების შეჩერებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს ფაქტი მსოფლიოში დაძაბულობას ზრდის.

„აღნიშნული კლასის რეკეტების გავრცელება ნებისმიერ წერტილში, მსოფლიოში დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის. ამ პირობებში, მნიშვნელოვანია ზუსტი ანალიზი საერთაშორისო ვითარების შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, და შემდგომ საკუთარი სამხედრო პოტენციალის განვითარება“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები