იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიის, სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპიროსთან 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მეტეოროლოგიური სამმართველო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 20 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა, ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

ბიძგები 14 პრეფექტურაში იგრძნეს, ნგრევის, ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები