ბათუმში “ნაცმოძრაობას” ადგილობრივები უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომის დადების უფლებას არ აძლევდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტებმა ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე სიმბოლურად, ბოქლომი დაადეს. დილიდან ოპოზიციას ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა და მათ  დაგეგმილი აქტივობის შესრულების საშუალებას არ აძლევდნენ. დაპირისპირება სამართალდამცველებმა განმუხტეს და რამდენიმე აქციის მონაწილე და ადგილობრივი ტერიტორიას გაარიდეს.
​ამ დროისთვის, ოპოზიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა. ადგილზე რჩებიან ადგილობრივები და სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები