გიორგი ჩიტაშვილი – პრემიერის ინიციატივა სამშენებლო სექტორზე დადებითად იმოქმედებს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ძალიან საჭირო ინიციატივაა, რომელიც ვფიქრობ, რომ იპოთეკურ ბაზარს გამოაცოცხლებს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა გიორგი ჩიტაშვილმა უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 200 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბიზნესმენის თქმით, აღნიშნული ინიციატივა სამშენებლო სექტორზე დადებითად იმოქმედებს.

„ეს ინიციატივა თავის მხრივ, სამშენებლო სექტორზე იმოქმედებს დადებითად და სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორია ქვეყანაში, რაც მუშაობს. თავიდან ბოლომდე საჭირო, დროული და დადებითი შეფასება შეიძლება მივცეთ ამ ინიციატივას. რიცხვებში გამოხატული რა ეფექტი შეიძლება გამოიღოს, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ აქ არ იქნება საუბარი 2 ან 3 პროცენტიან ზრდაზე, ვფიქრობ, რომ ეს იქნება საკმაოდ მეტი“, – განაცხადა გიორგი ჩიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები