“წყლის სისტემის მოწესრიგება,მწვანე ზოლის მოწყობა და სოციალური მიმართულება” – ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმერეთის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს

იმერეთის რეგიონში, სამთავრობო პროექტ “ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება.

სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში დიმიტრი მხეიძე და სამაჟორიტარო ოლქებიდან საკრებულოს წევრები, ქუთაისის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა უქიმერიონის, სულხან-საბა ორბელიანის, ვაკის უბნის, კახიანოურისა და ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრიორიტეტები მოისმინეს.

საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, მწვანე ზოლის მოწყობა, წყლის სისტემის მოწესრიგება, კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა და სოციალური მიმართულება – ის ძირითადი საკითხებია, რომლის მოგვარებასაც მოსახლეობა ამ ეტაპზე ითხოვს.

უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრისას რამდენიმე მოქალაქემ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, წამლებით უზრუნველყოფა მოითხოვა. აღნიშნული პრობლემა იქვე გადაიჭრა.

მოქალაქეებს უკვე მოქმედი სპეციალური სამთავრობო პროგრამის მეშვეობით გაეწევათ დახმარება, რომლის ფარგლებშიც პირველადი საჭიროების წამლებს უფასოდ მიიღებენ.

პროექტი „ღია შეხვედრები“ იმერეთის მხარეში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რეგიონში უკვე 300 – ზე მეტი შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები