ზვიად ძიძიგური: ჩვენი ფრაქციის წევრები არ უნდა უჭერდნენ მხარს ერთსქესიანთა ქორწინებას, მარიხუანას ლეგალიზაციას

პარლამენტის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ფრაქცია ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტია ამიტომ, ამ საკითხზე კონსულტაციები დაწყებულია.

“ჩვენთვის, კონსერვატორებისთვის მნიშვნელოვანია თუ შეიქმნება კონსერვატიული ფრაქცია, ანუ, ჩვენი ფრაქციის წევრები ვინც იქნებიან ისინი არ უნდა უჭერდნენ მხარს ერთსქესიანთა ქორწინებას, მარიხუანას ლეგალიზაციას და ა.შ. ამიტომ, ღირებულებითი თანხვედრა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფრაქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტი ამიტომ, რა თქმა უნდა კონსულტაციები დაწყებულიც გვაქვს და გავაგრძელებთ. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის 8 წლის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მე არ ვაპირებ ჩავდგე თავის მართლების რეჟიმში. გაეროს ტრიბუნიდან, საერთაშორისო ტრიბუნებზე, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ამ გადაწყვეტილების შესახებ ამცნო და შემდეგ ეს გადაწყვეტილება ჩააგდო, პასუხისმგებლობა მათ აიღონ. მე ამ ნაწილში პასუხისმგებლობას არ ავიღებ”, – განმარტა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ გაიმართება.

ამის გამო უმრავლესობა ჯამში 11-მა დეპუტატმა, მათ შორის ზვიად ძიძიგურმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები