თელავში მოსახლეობის ნაწილს მესამე დღეა გაზი დაბალი წნევით მიეწოდება

თელავში მოსახლეობის ნაწილს მესამე დღეა ბუნებრივი აირი დაბალი წნევით მიეწოდება. აღნიშნულის გამო, თელავის #3 საბავშო ბაღში სწავლა ორი დღით შეწყდა.

როგორც “რეგიონულ კვირასთან ” ბაგა -ბაღების გაერთიანების სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, პრობლემის თაობაზე შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში იყვნენ, თუმცა ბაღის დროებით დახურვა მაინც საჭირო გახდა.

“ბუნებრივ აირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 დღეა მიმდინარეობს. წნევა ძალიან დაბალია და ავარიულად რთავს გათბობის ქვაბს. მოხდა ახალი მრიცხველის დაყენება, თუმცა წნევა ისევ ძალიან დაბალი იყო. ახლა სხვა ხაზზე გადააერთეს და ველოდებით ქვაბის სატესტო გაშვებას, ეყოფა თუ არა წნევა. ვერ გეტყვით, როდის განახლდება პროცესი, ჩვენ “თელავგზზე” ვართ დამოკიდებული,“- განაცხადა ია ლუარსაბაშვილმა.

თელავგაზი” მიმდინარე წლის იანვრიდან სოკარის მფლობელობაშია. კომპანიის საინფორმაციო სამსახურში ამბობენ, რომ რუსთაველის, გუდიაშვილის, თამარ მეფის, ინგოროყვას, გორგასლის, ქიაჩელის, რობაქიძისა და თოდრიშვილის ქუჩებს ბუნებრივი აირი დაბალი წნევით მიეწოდება და მიმდინარეობს სამუშაოები. თუმცა როდის აღმოიფხვრება პრობლემა, ვერ აკონკრეტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები