ოკუპირებული ცხინვალის სტენოგრამას ცნობილ ქართველ ექიმზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ეხმაურება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “კგბ”-ს მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ისევე როგორც ანდროიდის უმეტეს მომხმარებელს, ვაჟა გაფრინდაშვილსაც პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა გადმოწერილი ხმის ჩამწერი აპლიკაცია მობილურში.

ოჯახი აცხადებს, რომ აღნიშნულ ჩანაწერებს და დიალოგებს არანაირი კავშირი არ აქვს ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან.

„რუსეთის მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კვლავ ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას. აღნიშნულ ჩანაწერებს და დიალოგებს არანაირი კავშირი არ აქვს ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან და მხოლოდ ააშკარავებს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწერილ სცენარს საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციის გავრცელების მხრივ. ისევე როგორც ანდროიდის უმეტეს მომხმარებელს, ვაჟა გაფრინდაშვილსაც პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა გადმოწერილი ხმის ჩამწერი აპლიკაცია მობილურში. ამასთან, პირადი საუბრების საჯაროდ გავრცელება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯია“, – ნათქვამია ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადებაში.

ე.წ. კგბ-მ ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები