გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც გარდაცვლილის შვილმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, კაცს ლეიკემია და გულის პრობლემები აწუხებდა.

მისივე თქმით, ის ქალაქში სასეირნოდ იყო გასული, რა დროსაც ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

ცხედარს თავის არეში ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნება, რაც სავარაუდოდ, წაქცევის შედეგად მიიღო. გარდაცვალების ზუსტი მიზეზები ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები