ხულოში კაკლის ნერგების გაცემა დაიწყო
ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეპროგრამის “მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის” მიზნით კაკლის სამრეწველო ბაღების გაშენების თანადაფინანსება დაიწყო.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამის მიზანია მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენება ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვის გზით, დაბალმოსავლიანი ბაღების პერსპექტიული და ექსპორტზე ორიენტირებული ალტერნატიული კულტურებით ჩანაცვლება. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიცპალიტეტების ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე თანადაფინანსების პრინციპით (30% ფერმერი, 70%) ბაღების გაშენებას.
სულ აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში 28 ჰა ფართობზე 9240 ძირი კაკლის ნერგი გაშენდება.