ბორჯომის ხეობაში 80 ათასამდე ნერგი დაირგო

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, ნახანძრალი ტყის აღდგენის საშემოდგომო სამუშაოები დასრულდა. 144 ჰა ფართობზე 80 ათასამდე ნერგი დაირგო.

2020 წლიდან ეროვნული სატყეო სააგენტო დარჩენილ 106 ჰა ფართობს აღადგენს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2018-2019 წლებისთვის, ტყის აღდგენის პროექტი მომზადდა ჯამში 234 ჰა ფართობისთვის, რომელიც ტყის ეტაპობრივად აღდგენას ითვალისწინებდა.

პირველ ეტაპზე ტყის აღდგენა 144 ჰა ფართობზე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2018 წლის შემოდგომასა და 2019 წლის გაზაფხულზე ჯამში 282 730 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნეგრი დაირგო.

სამუშაოებში, მეტყევე-სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. დაბის ტყეში ხანძარი პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაჩნდა, მეორედ კი 2017 წელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები