კრემლი ავიაკომპანიების ზარალზე: საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება უფრო გვაღელვებს

კრემლს პირველ რიგში ადარდებს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ბიზნესის ზარალი და მათ კომპენსაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრანსპორტის სამინისტროს მიმართეთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„კრემლში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იზიარებენ. ყველა დანარჩენი საკითხი – სატრანსპორტო უწყებასთან“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების ფონზე 2 მილიარდ რუსული რუბლის ოდენობის ზარალი განიცადეს. შესაბამისი ანგარიშით ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიმართეს.

ყველაზე დიდი ზარალი განიცადა „ურალის ავიახაზებმა“, „აეროფლოტმა“ და S7.

„აეროფლოტის“ ჯგუფში შემავალმა ლოუკოსტერმა „პობედამ“ 400 მილიონი რუბლი დაკარგა, Red Wings-მა 120 მილიონამდე, Smartavia-მ თითქმის 100 მილიონი რუბლი.

რუსეთ-საქართველოს შორის უკანასკნელად ავიარეისები 7 ივლისს შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები