,,მე ვირჩევ თანასწორობას“ – ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში – ,,მე ვირჩევ თანასწორობას“, ახალციხის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები დაესწრნენ.

ახალციხის რაიონულმა პროკურორმა დავით ჯინჭველაძემ და პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ აუდიტორიის წინაშე თანასწორობის მნიშვნელობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მეთოდებზე ისაუბრეს და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია.

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო ღონისძიებები 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. ახალგაზრდებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსა და ჯგუფის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები