ყვარლის #1 ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ყვარელში N1 საბავშო ბაგა-ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, განთავსდა საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები და ახალი ინვენტარითა და ავეჯით აღიჭურვა.

საბავშვო ბაღი სკოლამდელი ასაკის 100 ბავშვზე გათვლილია.

“მუნიციპალიტეტების როლი ძალიან დიდია მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაში, სწორად რომ მოახდინონ პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამსახურების მოზიდვა შეძლონ. მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 300-მდე სააღმზრდელო დაწესებულება კეთილმოეწყო და კიდევ გრძელდება ბაღების რეაბილიტაცია”, – განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტრის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა.

ყვარლის ახლადრეაბილიტირებულ ბაღში სამომავლოდ ეზოს ინტერიერის კეთილმოწყობაც იგეგმება.კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თქმით,მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კეთილმოწყობა და ბავშვებზე ზრუნვა.-” წლიდან წლამდე ვცდილობთ,რომ მაქსიმალურად დავახარჯოთ ბაღებს სახსრები,რისი მაგალითიცაა ყვარლის საბავშვო ბაღიც,სადაც სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.ბავშვებს უკვე შეუძლიათ მიიღონ სრული სერვისი ამ უსაფრთხო და თბილ გარემოში “- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქ.ყვარელში N 1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ 420 000 ლარი შეადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები