აშშ-ში სკოლის ავტოსადგომზე თვითნაკეთი ბომბი იპოვეს

კალიფორნიის შტატის, ქალაქ სან-ხოსეს, საჯარო სკოლის ავტოსადგომზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს.

გამოცემა Mercury News-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ბომბი სკოლის მებაღემ იპოვა, და ის სკოლის ადმინისტრაციულ შენობაში მიიტანა.

ადგილზე მოსულმა პოლიციამ ნაპოვნი ნივთი, როგორც „თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა“ შეაფასა.

სკოლის ევაკუაციის შემდეგ ბომბის განაღმვა მოხდა. გარდა ამისა, შენობა შემოწმდა და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაპოვნი არ იყო.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები