ხობში ტრადიციული მარულა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საცხენოსნო სპორტში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა.

შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან, 14 ცხენოსანი მონაწილეობდა.

მარულაში გამარჯვებულ პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ცხენოსნებს თასები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ხობის მუნიციპალიტეტის, განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის სპორტის საკითხებში, ლევან ლემონჯავას განცხადებით, საცხენოსნო სპორტული ღონისძიების მიზანი, მარულას ტრადიციის აღდგენა და პოპულარიზაცია გახლდათ.

მარულა, მერიის მხარდაჭერითა და “ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.

სპორტულ შეჯიბრებას პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ვიცე-გუბერნატორი დავით ფარცვანია, ხობის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები