საბჭოთა კავშირის დაშლაზე პუტინის განცხადებას გორბაჩოვი პასუხობს

საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ვლადიმირ პუტინის მიერ სსრკ-ს დაშლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

პუტინმა დღეს, ფორუმზე „რუსეთი გიხმობს!“ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზია არაეფექტური ეკონომიკა და არა ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნაციონალიზმის ზრდა.

გორბაჩოვი კი აცხადებს, რომ ამის მიზეზი იყოს ის, რომ კავშირში შემავალი რესპუბლიკების დემოკრატიზაცია და რეფორმირება იყო საჭირო.

„საჭირო იყო მათი დემოკრატიზაცია და მათთან ურთიერთობის რეფორმირება. ზუსტად ეს არ გაკეთდა. ამიტომ არ ვიცი, რა იქნება მომავალში, ხალხი უნდა გაერკვეს. მოკავშირე რესპუბლიკებს სახელმწიფოებრიობის საკუთარი ხედვა გაუჩნდათ და ამის პატივისცემა იყო საჭირო. თუმცა, ეს ხშირად არ ხდებოდა. ჩემი აზრით, ახლაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შეუძლიათ დიალოგის წარმართვა. ისტორია უნდა გვახსოვდეთ, ის საერთოა. მას ერთობლივად ვიცავდით, ახლაც შეგვიძლია და აუცილებლად უნდა წავმართოთ ერთობლივი საქმეები“, – დარწმუნებულია მიხეილ გორბაჩოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები