“რა უფლებით გამოდიხართ” – ქუთაისში საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

ქუთაისში მიმდინარე საპროტეტსო აქციაზე აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და სიტუაციის განსამუხტად სამართალდამცველები ჩაერთნენ.
​ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ გაბრიელ ფოლკენშტერმა განაცხადა, მისთვის მიუღებელია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციებს მართავენ.
“მოვედი იმის გასაპროტესტებლად, რასაც ესენი ჩადიან. მთელი საქართველო გაყიდეს, მთელი საქართველო სისხლში აბანავეს, გაყიდეს ყველა სტრატეგიული ცენტრი. ქვეყნის 20% ოკუპირებული გახადეს… უბრალოდ გამოვედით მეგობრები საღამოს გარეთ და დაგხვდნენ ესენი” ,- განაცხადა ფოლკენშტერმა.
​ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია განმუხტულია, ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები.
ქუთაისში სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციას ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები