დაბრუნდება თუ არა დავით კიკალიშვილი ტელევიზიაში – ჟურნალისტი კომენტარს აკეთებს

​ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი ტელევიზიაში მისი დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, სტუდია “ფორმულასთან” მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“მეგობრებო მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ ინფორმაციას. ამ მომენტისათვის სტუდია ფორმულასთან მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. P.S. მადლობა ყველას ყურადღებისათვის”,- წერს კიკალიშვილი.

დავით კიკალიშვილის სავარაუდოდ უცხოეთის ამბებზე იმუშავებს.

ჟურნალისტი წლების განმავლობაში, 2016 წლის ბოლომდე ტელეკომპანია “რუსთავი 2’ზე” გადაცემა “პოსტსკრიპტუმს“ უძღვებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები