ზუგდიდში მოსახლოებას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

C ჰეპატიტის სკრინინგ ცენტრის შენობაში, ცენტრის ექიმები პაციენტების გამოკვლევას  14 მიმართულებით ატარებდნენ.

საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის, პროფესორ კახა ნურალიძის განცხადებით, აქციის ფარგლებში მედიკოსებმა 500-მდე მოქალაქე გასინჯეს.

მისივე ინფორმაციით, უფასო გამოკვლევები სისტემურ ხასიათს მიიღებს.

“აქციის ინიციატორები გახლდნენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია, გუბერნატორი  და მისი მოადგილეები. მადლობა მინდა გადავუხადო მათ. სამხარეო ადმინისტრაციისა და ჩვენი საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის მიზანი გახლდათ, არა ბიზნესზე ორიენტირებული და კომერციული თვალსაზრისით ჩატარებული საქმიანობა, არამედ პირველ რიგში ადამიანზე და პაციენტზე ორიენტირებული საქმიანობა“,- განაცხადა საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის პროფესორმა.

გამოკვლევების პარალელურად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ, C ჰეპატიტსა და აივ ინფექცია/შიდსზე მოქალაქეთა ტესტირება მიმდინარეობდა.

ადგილზე იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ნინა ვიბლიანი. მან თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელობას და ექიმებს, სამედიცინო აქციაში მონაწილეობისთვის, მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები