20 ნოემბერს მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა

1880 წლის 20 ნოემბერს  მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა.
ეროვნული არქივი აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც მწერლის ხელით არის შევსებული.
მწერალთა კავშირში გაწევრიანებისთვის ანკეტა მიხეილ ჯავახიშვილმა 1932 წელს შეავსო. სწორედ ამ წელს გაუქმდა მანამდე არსებული მწერალთა ფედერაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა „საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი“.
მწერალი ანკეტაში მიუთითებს, რომ 1903-07 წლებში ფედერალების (სოციალ-ფედერალისტების) პარტიის წევრი, ხოლო 1917-1923 წლებში – ეროვნულ დემოკრატების პარტიის წევრი იყო.
საკუთარი ნაწარმოებებიდან მწერალი გამოჰყოფს „არსენას“, „ჯაყოს“ („ჯაყოს ხიზნებს“) და „კვაჭის“ („კვაჭი კვაჭანტირაძეს“).
ანკეტის შევსებისას მწერალი ჟურნალ „მნათობის“ სალიტერატურო რედაქტორი იყო და ოჯახთან ერთად თბილისში, ელბაქიძის დაღმართის #21-ში, ცხოვრობდა.
დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები