პაკისტანში ავტობუსი ხევში გადავარდა, რასაც 40 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით, ბელუჯისტანის პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და ღრმა ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტრაგედია დანა სარის მთიან მონაკვეთზე მოხდა. ავტობუსი გადატვირთული იყო და წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, თუმცა ავარიის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქვეყნის პრეზიდენტმა და ბელუჯისტანის პროვინციის ხელმძღვანელობამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს და შესაბამის უწყებებს დაშავებულებისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევა დაავალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები