„ჩვენი მთავარი სლოგანია „ახალი გზა ყველა სოფელს“ – მარნეულში სამი სოფლის დამაკაშირებელი გზა გაიხსნა

მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მერიის ორგანიზებით, აღმამედლო-კასუმლო-ულაშლოს 4 კილომეტრიანი გზა გაიხსნა.
პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გზის გახსნა  სიმბოლური აქტივობით, აღნიშნეს.  ახალ გზაზე ველოტურნირი და სიმბოლური რბოლა მოეწყო,  სლოგანით : #ახალიგზა – ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ღონისძიება  სოფელ კასუმლოდან, სოფელ ილაშლომდე დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე ჩატარდა.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა 2020 წელს ცენტრალური გზის პრობლემა მუნიციპალიტეტში, პრაქტიკულად მოგვარდება.
„ჩვენი მთავარი სლოგანია „ახალი გზა ყველა სოფელს“ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და 2020 წელს ჩვენ, თითქმის ყველა სოფელში მოვაგვარებთ ცენტრალური გზის პრობლემას.
წლებია აქ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა და 2019 წელს სოფელ ულაშლოში, 4 კილომეტრი გზა დავაგეთ, რომელიც აკავშირებს სამ სოფელს.
ეს არის ერთ-ერთი იმ პროექტებიდან რომლებიც ხორციელდება დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში“,- აღნიშნა ზაურ დარგალმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები