სოფელ ქოსოფელის მოსახლეობა საავტომობილო ხიდით თვის ბოლოდან ისარგებლებს

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქოსოფელში საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. დუმბაძეების უბანის მცხოვრებლები საავტომობილო ხიდით თვის ბოლოდან ისარგებლებენ.

“სასიხარულო ფაქტია, რომ დუმბაძეების უბანი საავტომობილო ხიდით ისარგებლებს. სოფელი დიდია და შესაბამისად კონსტრუქციის საჭიროებაც არსებობს. გვქონდა ტენდერი გამოცხადებული. გამარჯვებული კომპანია ხარისხიანად ასრულებს სამუშაოებს. მშენებლობის პროცესს პირადად ვადევნებ თვალყურს“, – განაცხადა ქედის მერმა ლევან გორგილაძემ.

პროექტის ბიუჯეტი 958 325 ლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია “სინათლე 2006“ აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები