პირველად ვენაში „სუხიშვილების” კონცერტი გაიმართა

პირველად ვენაში, საკონცერტო დარბაზ Stadthalle-ში  საქართველოს ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე ანსამბლი „სუხიშვილები“ განახლებული პროგრამით წარდგა ავსტრიელი მაყურებლის წინაშე. ტრადიციულ პროგრამასთან ერთად, შესრულდა ახალი, თანამედროვე ელემენტებით დატვირთული ცეკვები. ავსტრიაში საქართველოს ელჩის, დავით დონდუას მოწვევით, კონცერტს ესწრებოდნენ ავსტრიის სახელმწიფო უწყებებისა და ვენაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ვენაში წარმატებული სადებიუტო კონცერტის შემდეგ, ვენის საკონცერტო დარბაზი Stadthalle 2020 წლის 8 ნოემბერს კვლავ უმასპინძლებს სუხიშვილების ეროვნულ ბალეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები