იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ქუთაისელების პრობლემები მოისმინა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამთავრობო პროგრამის, “ღია შეხვედრების, ფარგლებში  ქუთაისში უქიმერიონის, საფიჩხიის, ქალაქ-მუზეუმის, ძელქვიანისა და გამარჯვების ოლქის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობროვების პიორიტეტები პირადად მოისმინა.
ადგილობრივებმა მთავარ საკითხად შიდა საუბნო გზების, სანიაღვრეებისა და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება დაასახელეს. გარდა ამისა, უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტი სპორტული მოედნის მოწყობაა.
მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება რიგი საკითხების მოგვარებას უახლოეს პერიოდში დაპირდა, ხოლო პროექტები, რომელიც გარკვეულ თანხას მოითხოვს მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ უბნებში უკვე მოწესრიგებულია ცენტრალური საგზაო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟებულია გარე განათება, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა რიგ საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, ასევე მოწესრიგდა კორპუსების ფასადები და სადარბაზოები. ზემოთხსენებულ უბნებში მოეწყო რამდენიმე მინი საფეხბურთო მოედანიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები