„თქვენთვის შეტყობინებაა“ – მესხიშვილის თეატრის წინ ბავშვთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს

“თქვენთვის შეტყობინებაა“ – ამ სახელწოდებით ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ ბავშვთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს. კამპანიის მიზანი მოქალაქეების  ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმების შესახებ ინფორმირებაა.

„ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ბავშვთა ძალადობის ფორმების შესახებ. ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, უგულებელყოფა, სექსუალური, ეკონომიკური. სპეციალისტებს, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ძალადობის შესახებ, რათა შეუწყონ ხელი ძალადობის პრევენციას და ცნობიერების ამაღლებას”,- აღნიშნა კამპანიის კოორდინატორმა, თინათინ ჭელიშვილმა.

ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირების კამპანია 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. კამპანიის დასასრულს სამოქალაქო ორგანიზაციები და მოქალაქეები ხელს მოაწერენ პეტიციას და მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ ბავშვთა კეთილდღეობისა და ჰარმონიული განვითარებისთვის ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები