ბოლნისის მერიამ 29 შეჭირვებული ოჯახის საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქ ბოლნისში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ღია შეხვედრების ფარგლებში, მოქალაქეების საჭიროებების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს.

როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრებზე რამდენიმე შეჭირვებულმა ოჯახმა დაზიანებული სახლის სახურავის შეკეთება ითხოვა, რასაც მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა და ოჯახებს აღნიშნული პრობლემები მოუგვარდათ.

წელს მუნიციპალიტეტის მერიამ 29 შეჭირვებული ოჯახის საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარა. საცხოვრებელი სახლების შეკეთებისთვის ჯამში 287 000 ლარის ოდენობის თანხა გაიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები