ქუთაისელი თეატრალები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას აპროტესტებენ

ქუთაისელი თეატრალები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას აპროტესტებენ. მსახიობებმა თეატრის წინ აქცია გამართეს და ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს.

“ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რაც მოხდა ქართველ ექიმთან დაკავშირებით. ის არის უკანონო პატიმარი. თეატრის მთელი კოლექტივი ვუერთდებით ექიმის გათავისუფლების მოთხოვნას”, -განაცხადა ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

ექიმი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 11 დღის წინ დააკავეს ის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს, რის გამოც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ამასთან განაცხადეს, რომ ექიმი 2008 წლის ომში მონაწილეობდა, რასაც ქართული მხარე არ ადასტურებს. ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორშია მოთავსებული. მის მხარდასაჭერად არაერთი აქცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები