მერაბ ქვარაია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ ქვარაია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორს, ადამ შმიდტს და ამავე სააგენტოს წარმომადგენლებს ჯეი ტოტის, ჯენიფერ ლუისს და სამანტა თორთლაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე, ძირითადი ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის რეფორმის მიმდინარე პროცესში საჭიროებების და გეგმების განხილვას დაეთმო. მხარეებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც დღეს თვითმმართველობის წინაშე დგას. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მოქალაქეთა ჩართულობის როლსა და მნიშვნელობაზე.

მერაბ ქვარაიამ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორც დღემდე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები